15 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ოპოზიციის რეზოლუციის პროექტში არის მანიპულაციური ტექსტი, თითქოს საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ  - არჩილ თალაკვაძე

რეზოლუციაში არის მანიპულაციური ტექსტი, თითქოს საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ და იმ უმძიმეს, შემაშფოთებელ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც მოხდა ამ წლების განმავლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა განაცხადა. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების სახელები შეიყვანოს.

"რეზოლუციის ტექსტი იმგვარად არის შედგენილი, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ანუ თავის სახელმწიფოს სთხოვს და უყენებს პირობას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თანამოქალაქის და გატაცებული, უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქის შესახებ მოახდინოს რეაგირება. საკუთარ ქვეყანას სთხოვენ რეაგირება დაიწყეთო. ეს არის მანიპულაციური ტექსტი, თითქოს საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ და იმ უმძიმეს შემაშფოთებელ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელიც მოხდა ამ წლების განმავლობაში. ამ რეზოლუციას აინიცირებს ხალხი, რომელმაც თავის მოსახლეობა ომის დროს დატოვა ომის ზონაში ევაკუაციის გარეშე,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები