09 ივლისი 2024,   01:26
ვრცლად
არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს - ანტონიო გუტიერეში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს:

"ჩვენს სამყაროს უამრავ ეგზისტენციალურ საფრთხესთან უწევს დაპირისპირება. კონფლიქტები მძვინვარებს, ჩვენი პლანეტა იწვის. ჩრდილოეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაყოფა ღრმავდება. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ჩვენ გვჭირდება გადავინაცვლოთ დაპირისპირებული სამყაროდან, რომ საერთო ენა მოვძებნოთ. საერთო ენის ძიება ნიშნავს მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ ჩვენი მიდგომის გადახედვას, კონფლიქტის ძირეული მიზეზების მოგვარებით. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა. მოდით, ერთად ვიმუშაოთ ყველასთვის უფრო სამართლიანი, მდგრადი და მშვიდობიანი მომავლისკენ,"- აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

დღის ამბები