15 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლიოში სომხეთთან ერთად. ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვქმნით კარგ პოლიტიკას, კარგ მმართველობას - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლიოში სომხეთთან ერთად. ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვქმნით კარგ პოლიტიკას, კარგ მმართველობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, "მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

"საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა. გვქონდა მიღწევები. მე მქონდა პატივი 2014 წელს მომეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისთვის. მივიღეთ უვიზო რეჟიმი. გასულ წელს იყო ისტორიული წელი. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ორი დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ, რომელმაც ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ისტორიული მიღწევა. საქართველოს მოსახლეობამ, მმართველმა პარტიამ კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა დავუახლოვდეთ ევროპას და გავხდეთ სრულუფლებიანი წევრები ევროკავშირის და ჩვენ ამ მიმართულებით თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ვუახლოვდებით ეროვნული გეგმის განხორციელებას. ჩვენ შევძელით გაგვეზარდა ეკონომიკა 2012 წლის შემდეგ. გასამმაგდა ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარებში გაორმაგდა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლიოში სომხეთთან ერთად. ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვქმნით კარგ პოლიტიკას, კარგ მმართველობას, უზრუნველვყოფთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი მოსახლეობისთვის, რასაც მოაქვს დასაქმების შესაძლებლობები, სტაბილურობა, პროგნოზირებადობა ბიზნესისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სარეკორდო იყო გასულ წელს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სიღარიბის, უმუშევრობის. ქვეყნის რესურსები არის ისტორიულად მაღალ მაჩვენებელზე,"-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები