15 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე - ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის - პრემიერი

ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საუკეთესოა ჩვენი მოსახლეობისა და მომავლისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის "მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მშვიდობის შენარჩუნებით არის დაინტერესებული.

"საქართველო დაინტერესებულია შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომით და ბრძნული პოლიტიკით. ეს გახლავთ ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს გააჩნია. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საუკეთესოა ჩვენი მოსახლეობისა და მომავლისთვის,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები