15 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა.

დღის ამბები