15 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ საერთაშორისო პარტნიორები - ირაკლი ბერაია

უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ საერთაშორისო პარტნიორები:

"უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას. 

კიდევ ერთი განეიტრალებული საფრთხე და თავიდან აცილებული დანაშაული.  
უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები -  უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს.  

ამ ქმედითი ნაბიჯების უკან დგანან ღიერსეული პროფესიონალები, ვისაც არაფერი გამოეპარებათ, რაც საფთხის შემცველი ან საყურადღებოა.  ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდქერა მათ. საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების ხელშია,"- აცხადებს 

დღის ამბები