15 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს. ის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას - დავით მათიკაშვილი

სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. ის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ეხებოდა.

„კითხვაზე, თუ რატომ არ ენდობიან სალომე ზურაბიშვილს, საგარეო პოლიტიკის წარმართოს, თავად გასცა დამაჯერებლად სრულყოფილი პასუხი, როდესაც საფრთხის ქვეშ ჩააგდო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი რეალურად საგარეო პოლიტიკის წარმმართველი რომ იყოს, რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა. სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. ის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას, რომელმაც ქვეყნის პოზიცია უნდა გაჟღეროს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღის ამბები