პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან კერძო მოსაზრებებს და ქვეყნის ოფიციალური პირის ოფიციალურ პოზიციას.
ამის შესახებ მან პრეზიდენტის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
"ხომ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი რეალურად საგარეო პოლიტიკის წარმმართველი რომ იყოს, რა მდგომარეობა იქნება დღეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა?! ჩინური მხარისთვის ალბათ გასაგებია, რომ ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს. ის ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან კერძო მოსაზრებებს და ქვეყნის ოფიციალური პირის ოფიციალურ პოზიციას,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სკანდალური განცხადება. ფრანგულ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ, თბილისში კვლავ განხილვის საგნად იქცა.
კითხვაზე- იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, პასუხობს, რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.