18 ოქტომბერი 2024,   07:33
ვრცლად
საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი გზავნილი მსოფლიოს - ირაკლი ღარიბაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე

მშვიდობა, როგორც მთავარი გზავნილი - ირაკლი ღარიბაშვილმა სამშვიდობო ინიციატივები მსოფლიო ლიდერებს ამჯერად საფრანგეთიდან გაუზიარა. ხალხის კეთილდღეობა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები და სტრატეგიული პროექტები - პრემიერმა პარიზში გამართული სამშვიდობო ფორუმის თემატურ დისკუსიაზე, უწყვეტი მშვიდობის შედეგებზე ისაუბრა. რამდენიმე ომი, რუსული ოკუპაცია და დაკარგული ტერიტორიები - რომელთა დაბრუნების მიზნით ხელისუფლებამ არჩევანი სამშვიდობო პოლიტიკაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა დაძლევა ქვეყანას ყოველდღიურად უწევს.

თემატურ დისკუსიამდე, ვისაც პრემიერი კანდიდატის სტატუსზე მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებიდან პირველი შეხვდა, საფრანგეთის პრეზიდენტია. ემანუელ მაკრონმა ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა. ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, ევროპული პერსპექტივის გარდა, მთავარი საკითხი მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალობა და რეგიონის უსაფრთხოება იყო. აუდიენციის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე დაწერა და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობა - საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა. პრემიერი ამბობს, რომ საბოლოო მიზანი მოლაპარაკებების პროცესის გახსნა და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის − ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის − ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზეც იმყოფებოდა. ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.

დღის ამბები