09 ივლისი 2024,   02:06
ვრცლად
ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო, ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ირლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პოლიცია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახური განმარტავს, რომ მიწისძვრების ძლიერ ტალღას, რომელიც პარასკევს ღამით დაფიქსირდა, შესაძლოა, ლავის ამოფრქვევა მოჰყვეს.

„შეიძლება, მიწისძვრები უფრო გაძლიერდეს და, მოვლენების ამ თანმიმდევრობამ, შესაძლოა, ამოფრქვევა გამოიწვიოს. თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ მაგმა ზედაპირს უახლოვდება. მის პროგრესს ყურადღებით ვაკვირდებით“, – აცხადებენ სამოქალაქო დაცვის სააგენტოში.

დღის ამბები