09 ივლისი 2024,   02:31
ვრცლად
ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი გაიმართება

ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად, ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი ჩატარდება. ღონისძიებას ჩინეთი უმასპინძლებს, - Politicoს-ს მიერ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე უკვე დადასტურდა.

ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა დეტალური დღის წესრიგი, თუმცა, მედიის ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ჩინეთის პრემიერი (როგორც სამიტის თავმჯდომარე). დაუდასტურებელი ინფორმაციით, იგეგმება ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან.

ორდღიანი სამიტი 7-8 დეკემბერსაა ჩანიშნული.

დღის ამბები