09 ივლისი 2024,   03:35
ვრცლად
ლამის ორჯერ მოხდა რევოლუცია კანდიდატის სტატუსის არმოცემაზე და ხალხს თავ-პირი ჩამოსტირის, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, თავისი ძალისხმევით, რეკომენდაცია ერთად მოიპოვეს - მეუფე იაკობი

“ლამის ორჯერ მოხდა რევოლუცია კანდიდატის სტატუსის არმოცემაზე და ხალხს თავ-პირი ჩამოსტირის. მათ, ვინც ამბობდნენ, ეს ძალიან კარგიაო, დაიწყეს ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება, და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, თავისი ძალისხმევით, ერთად მოიპოვა [დადებითი რეკომენდაცია]”, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ეს ადამიანები სიტყვით ერთს ამბობენ, საქმით კი, სულ სხვა მიზნებს ემსახურებიან. 

"მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ერთი ამბავი იყო, ორჯერ, ლამის რევოლუცია მოხდა ამ კანდიდატის სტატუსის არმოცემაზე და ხალხს თავ-პირი ჩამოსტირის. მათ, ვინც ამბობდნენ, ეს ძალიან კარგიაო, დაიწყეს ტირილი, როცა მიხვდნენ, რა ხდება, და მუცლის გვემა აუტყდათ, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა, თავისი ძალისხმევით, ერთად მოიპოვა [დადებითი რეკომენდაცია]. ხელისუფლებას ეძახიან რუსს და რა არის რუსობა, ან რა არის საქართველოს მტრობა, ავიღოთ. როგორც ამბობდნენ, თუ ევროკავშირის კანდიდატი ვერ გავხდებოდით, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და პირდაპირ რუსეთზე მიბმა. ...და ვინ დადიოდა და ვინ იძახდა უცხოეთში, რომ არ არიან მისაღებიო? კარგად გადახედონ, ვინ აფინანსებენ, მოპარული ფულით, საქართველოდან გატანილი ფულით, ნაძარცვი ფულით, თვითონ რუსის ბიზნესმენები. თან რუსებს აგინებენ... ევროპის ფულიც უნდათ, რუსების ფულიც უნდათ," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები