16 სექტემბერი 2024,   22:57
ვრცლად
ჩვენი ევროინტეგრაციის გზა ნათელია და, ამ ფორმატში, საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს - რადიკალურ ოპოზიციაში ეს სერიოზულ გაწბილებას იწვევს, ვინაიდან დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდათ - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლას, თუმცა მათი გეგმები ვერ განხორციელდება და ეს მათ გაწბილებას იწვევს.

"სწორედ ხალხია წყარო ხელისუფლების. ხალხმა სწორად გადაწყვიტა და, 2012 წლიდან, არცერთი არჩევნები არ მოაგებინა "ნაციონალურ მოძრაობას" და დღეს მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ამდენი ხანი ვიღვწოდით. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის ნათელი და საკმაოდ მძლავრი პოზიციები გვაქვს ამ ფორმატში. რასაკვირველია, ეს სერიოზულ გაწბილებას იწვევს რადიკალურ ოპოზიციაში, ვინაიდან დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა.

დღის ამბები