16 სექტემბერი 2024,   22:56
ვრცლად
"ეს მავნებლობაა. ქალბატონი სალომე რადიკალების ნარატივზეა" - ირაკლი ზარქუა ზურაბიშვილის განცხადებაზე

უკვე ორი დღეა, საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ განხილვის მთავარი თემაა. ფრანგი ჟურნალისტის კითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და, ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ, მისი შინაგანი რწმენით, ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

პრეზიდენტის ამ პოზიციას მმართველი გუნდი მალევე გაემიჯნა და სალომე ზურაბიშვილის განცხადების მიღმა, სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ურთიერთობის დაზიანების მცდელობა ამოიკითხა. ზურაბიშვილის კრიტიკას ერიდება ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი კი მის გამართლებას ცდილობს.

„ასეთი არაადეკვატური განცხადებებით რომ იყო დაკავებული, ამიტომაც შევუზღუდეთ ევროპაში სიარული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ, გავემიჯნეთ. ისეთ სიგიჟეებს აკეთებს. [ჩინეთი] სტრატეგიული პარტნიორია. ველოდებით, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, მათ შორის, ვცდილობთ, რომ [ინვესტორები] სტრატეგიულ ობიექტებზე შემოვიყვანოთ, რომ განვავითაროთ ქვეყანა და თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩინეთთან... ამ დროს, ასეთ განცხადებას რომ აკეთებ - ეს მავნებლობაა, ამას პირდაპირ უნდა დავარქვათ თავისი სახელი.

ქალბატონი სალომე რადიკალების ნარატივზე დაჯდა. ვერასდროს ვერ მოიგებენ ქართულ სახელმწიფოსთან, რადგან ქართველი ხალხის ამოცანა და მისიაა, რომ აქ არ იყოს ომი, მშვიდობა შევინარჩუნოთ, ეკონომიკური კეთილდღეობა და ჩვენი სტრატეგიული ინტერესები დაბალანსებულად გავატაროთ,“ - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები