09 ივლისი 2024,   02:09
ვრცლად
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს სრულად ენდობიან

”ჩვენ დარწმუნებულები ვართ ციფრებში”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა, BBC News-თან ინტერვიუში, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჯანმო-ს ნდობა ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დაღუპულთა რაოდენობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებისადმი.

ჰარისმა გაიმეორა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის თაობაზე. მან ღაზაში არსებულ ვითარებას "საშინელი" უწოდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, 11 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

დღის ამბები