09 ივლისი 2024,   01:58
ვრცლად
„ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე თავდასხმას კოორდინაციას უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი უწევდა - Washington Post

უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსანი კოორდინაციას უწევდა თავდასხმას "ჩრდილოეთის ნაკადის" ბუნებრივი აირის მილსადენზე, იტყობინება Washington Post-ი, უკრაინასა და ევროპაში მყოფ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

საქმე ეხება 2022 წლის სექტემბერში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმთან ახლოს მომხდარ თავდასხმას, რომლის შედეგადაც, სისტემის ოთხი ხაზიდან სამი დაზიანდა. სწორედ აღნიშნული სისტემით მიეწოდება ევროპას რუსული გაზი.

Washington Post-ი, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ მომხდარის უკან იდგა რომან ჩერვინსკი, ორდენით დაჯილდოებული 48 წლის პოლკოვნიკი, რომელიც უკრაინის სპეცოპერაციების ძალებში მსახურობდა. ამჟამად, ის დაპატიმრებულია და სხვა საქმეზე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იხდის სასჯელს. 

Washington Post-ის ინფორმაციითვე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც მაშინ უარყო კიევის როლი აფეთქებებში, არაფერი იცოდა ოპერაციის შესახებ.

გასულ წელს, გაზსადენზე თავდასხმას ვაშინგტონმა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საბოტაჟი, დივერსია უწოდეს, მოსკოვმა კი - საერთაშორისო ტერორიზმის აქტი.

 

დღის ამბები