16 სექტემბერი 2024,   22:56
ვრცლად
მას შემდეგ, რაც საქართველო ოფიციალურად გაიფორმებს კანდიდატის სტატუსს, დავიწყებთ პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობს, რათა გავხსნათ დიალოგი მოლაპარაკებების ფაზაში გადასასვლელად - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეუქცევადი გახდა.

"მას შემდეგ, რაც საქართველო ოფიციალურად გაიფორმებს კანდიდატის სტატუსს, დავიწყებთ პარტნიორებთან ინტენსიურად მუშაობს, რათა გავხსნათ დიალოგი მოლაპარაკებების ფაზაში გადასასვლელად", - აღნიშნავს ქვეყნის პირველი დიპლომატი. 

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის ძალიან რთული, დროში გაწერილი და შესაბამისად, სხვადასხვა ფაზას მოიცავს.

"ეს ფაზები ზოგიერთი ძალიან რთული და კომპლექსურია. კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არის ისტორიული, საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადი გახდა.

კანდიდატის სტატუსით, საქართველო ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, რომელთა ევროკავშირის წევრობაც გარდაუვალია. რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს, მით უფრო კომპლექსური ხდება ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი ევროკავშირთან. უფრო მასშტაბური ხდება რეფორმები და უფრო მეტ აქსელერაციას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ბევრი რამ გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ. ცალსახად და ღიად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველო ამ პროცესში იყოს დინამიკური, გვქონდეს კონკრეტული შედეგები. პროცესი ჯერ არაა დასრულებული, რადგან 15 დეკემბერს ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოდან“, - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები