09 ივლისი 2024,   03:16
ვრცლად
ცხოვრება წიგნებთან ერთად, წიგნების სახლში - წიგნების შემგროვებელი ილიას მცველი, რომელიც ნახევარი საუკუნეა, წიგნებს აგროვებს

ცხოვრება წიგნებთან ერთად, წიგნების სახლში - ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნეა წიგნებს აგროვებს. ანდრო ბედუკაძის 2-სართულიანი სახლის ყველა ოთახში წიგნების ლაბირინთია. ფაქტობრივად, მისი სახლი კაცობრიობის ისტორიას ინახავს. მათ შორის, გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ლეონიძის ხელნაწერებს წიგნების შემგროვებელთან შეხვდებით.

წიგნების შეგროვება და დაცვა ანდრო ბედუკაძის ერთადერთი საქმე არ არის. ის, უკვე 32 წელია, ილია ჭავჭავაძის მუზეუმს იცავს. საგურამოში, ილიას მუზეუმის ხელმძღვანელად ის ყველაზე მძიმე პერიოდში, 90-იან წლებში მივიდა და მცველობა თავის თავზე აიღო - ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, როგორც თავად ამბობს - მხოლოდ ილიას სიყვარულით. 

ავტორი: ანი გენებაშვილი 


დღის ამბები