09 ივლისი 2024,   02:36
ვრცლად
"ჰამასი" ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებებს აჩერებს - Reuters

„ჰამასი“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს აჩერებს, - წერს სააგენტო Reuters-ი პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით და მიზეზად ღაზის ჩრდილოეთში, „ალ-შიფას“ საავადმყოფოს მახლობლად მდებარე ტერიტორიის დაბომბვას ასახელებს.

დასავლური მედია ასევე წერს, რომ ისრაელი „ჰამასთან“ ცდილობს მოლაპარაკებას 80 ქალისა და ბავშვის გათავისუფლების შესახებ, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალებისა და მოზარდების გამოშვების სანაცვლოდ.

პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ალ-შიფა, როგორც საავადმყოფო, აღარ ფუნქციონირებს. ჯანმო-ს ინფორმაციით, ობიექტს ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშული აქვს, არის საკვებისა და წყლის დეფიციტი. მიუხედავად ამისა, "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება, სულ მცირე, 2 300 ადამიანი. ამავე დროს, ისრაელი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ისინი მზადაა ათობით დაუცველი ახალშობილი სხვა საავადმყოფოში გადასაყვანად. თელ-ავივი ამტკიცებს, რომ ალ-შიფას ქვეშ „ჰამასის“ შტაბია და რომ დაჯგუფება მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

დღის ამბები