09 ივლისი 2024,   02:19
ვრცლად
ხმელთაშუა ზღვაში, წვრთნების დროს, ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში წვრთნების დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ამერიკის შეერთებული შტატების 5 ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ შემთხვევის შემდეგ დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაციები და მის მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენზე უბედური შემთხვევა საწვავის შევსებისას მოხდა. სამხედროების განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, საიდან მიფრინავდა ვერტმფრენი ან სად მოხდა ავარია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პატივი მიაგო დაღუპულებს და განაცხადა, რომ სამხედროები ყოველდღიურად აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს რისკის ქვეშ თავიანთი ქვეყნისთვის.

დღის ამბები