09 ივლისი 2024,   01:49
ვრცლად
მასშტაბური აქციები საფრანგეთში - ანტისემიტიზმის მიმართ პროტესტის გამოსახატად, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში 200 000 ადამიანი გავიდა

ანტისემიტიზმის მიმართ პროტესტის გამოსახატად, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში 200 000 ადამიანი გავიდა. 100 000 დემონსტრანტი შეიკრიბა პარიზში. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები.

ფრანგული მედია წერს, რომ მსვლელობაში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - უკიდურესი მემარჯვენეები.

ოქტომბერში საფრანგეთის ხელისუფლებამ აკრძალა პალესტინელების მხარდასაჭერი მიტინგები და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აქციები საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგის. აკრძალვის მიუხედავად, აქციები მაინც იმართება.

დღის ამბები