09 ივლისი 2024,   02:29
ვრცლად
ღაზის უდიდესი საავადმყოფოდან დღენაკლული ჩვილები უსაფრთხო ადგილას ვერ გაჰყავთ - MAP

ათობით დღენაკლული ახალშობილი, რომელსაც ალ-შიფას საავადმყოფოში მკურნალობენ, სამედიცინო დაწესებულებიდან უსაფრთხოდ ვერ გაჰყავთ, - წერს BBC ორგანიზაცია MAP-ზე ("სამედიცინო დახმარება პალესტინელებისთვის") დაყრდნობით.

"მძიმედ ავადმყოფი ახალშობილების გადაადგილება კომპლექსური და ტექნიკური პროცესია. სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ ახერხებენ საავადმყოფომდე მისვლას - განსაკუთრებით იმ აღჭურვილობით, რომლებიც საჭიროა ამ ჩვილების გადასაყვანად. ამასთან, არ არსებობს საავადმყოფო, რომელსაც შეუძლია მათი მიღება... არ არსებობს მითითება, თუ როგორ შეიძლება ამის უსაფრთხოდ გაკეთება", - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ალ-შიფა, როგორც საავადმყოფო, აღარ ფუნქციონირებს. ჯანმო-ს ინფორმაციით, ობიექტს ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშული აქვს, არის საკვებისა და წყლის დეფიციტი. 

დღის ამბები