21 დეკემბერი 2024,   19:00
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები დიდ ბრიტანეთში - დევიდ კამერონი საგარეო საქმეთა, ხოლო ჯეიმს კლევერლი შს მინისტრი იქნება

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრად, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი დაინიშნა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯეიმს კლევერლი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ჩაანაცვლა.

გაერთიანებულ სამეფოში სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერ-მანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრავერ-მანმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "თავის დროზე, მეტი ექნება სათქმელი."

დღის ამბები