21 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
მხარს ვუჭერთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯების გადადგმა - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიუსლში ამ წუთებში, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატები განიხილავენ ახალ ცხელ წერტილს ახლო აღმოსავლეთში, ასევე უკრაინის მხარდაჭერას და ვითარებას სამხრეთ კავკასიაში. 

ბრიუსელში ასევე ისმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ იზიარებენ ევროკომისიის რეკომენდაციას და მხარს უჭერენ საქართველოს წინსვლას გაწევრიანების გზაზე.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიშიანის კარინშის განცადებით ის მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების საკითხს.

მისივე თქმით, ნათელია რას ამბობს ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 

"ვფიქრობ გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, ნათელია რას ამბობს ქართველი ხალხი, ამასთანავე ძალიან საინტერესოა მოვუსმინოთ საქართველოს მთავრობას. მთავრობას უნდა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობა. გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა მხარს ვუჭერთ, ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული შემდგომი ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა  კრიშიანის კარინშიმ. 

დღის ამბები