14 მარტი 2025,   04:22
ვრცლად
ზესტაფონში იუსტიციის სახლი იხსნება

ზესტაფონში იუსტიციის სახლი იხსნება. ახალ იუსტიციის სახლში ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს. შენობაში გაიხსნება სარიტუალო სივრცე ქორწინებისთვის.

ამას გარდა, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მუშაობას დაიწყებს მობილური იუსტიციის სახლი და ის მიმდებარე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიაწოდებს ყველა საჭირო სერვისს.