09 ივლისი 2024,   02:21
ვრცლად
პრეზიდენტ ბაიდენს ჩინეთთან სამხედრო კავშირების აღდგენა სურს - ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, ჩინეთთან სამხედრო კავშირები აღდგეს. სალივანის თქმით, შეიძლება, ეს მოხდეს ყველა დონეზე - უფროსი ხელმძღვანელობიდან დაწყებული, ტაქტიკური ოპერაციული დონით დასრულებული.

"ჩინელებმა გაწყვიტეს ეს კავშირები. პრეზიდენტი ბაიდენი მტკიცედაა განწყობილი, აღადგინოს ისინი, რადგან მიაჩნია, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში. ჩვენ გვჭირდება კომუნიკაციის ეს ხაზები, რათა უზრუნველვყოთ შეცდომების, არასწორი გათვლების ან გაუგებრობების თავიდან არიდება", - განაცხადა სალივანმა.

15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, ბაიდენი ჩინეთის ლიდერს შეხვდება. არსებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა სამხედრო კავშირების აღდგენაცაა.

დღის ამბები