21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა კეზერაშვილს, მთელი ევროპა გაძარცვა - ირაკლი ზარქუა "ედისონ რესერჩის" კვლევაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრობს და აცხადებს, რომ „მთელი ევროპის გამძარცველ" კეზერაშვილს "ერთი კალკულატორის" შოვნა არ უნდა გასჭირვებოდა.

„ამას წერს ჯიგარი, იქით რომ არის, კეზერა, ევროპელებს რომ ძარცვავს. თქვენმა კოლეგებმა რომ ამხილეს. ის წერს და ის არ არის მათემატიკოსი ეტყობა და გაეპარა. 102 პროცენტი დასვა, მერე გადააკეთეს, მაინც 101 პროცენტი გამოუვიდათ. საგიჟეთი აქვთ. ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილს [კეზერაშვილს], მთელი ევროპა გაძარცვა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები