21 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
101%-ია თუ 102%, ვფიქრობ, ტექნიკური ხარვეზია - დავით ხაჯიშვილი "ედისონ რისერჩის" კვლევა​ზე

"ედისონ რისერჩის" კვლევა შეფასებების საგანია. ორგანიზაციის რეპუტაციაში ეჭვი არ შეაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ კვლევის შედეგებს პარტიაში ენდობიან.

რაც შეეხება არითმეტიკულ უზუსტობას, ხაჯიშვილი მას ტექნიკურ ხარვეზს უწოდებს.

"ვენდობით ამ კვლევებს, რადგან "ედისონ რისერჩს" არაერთხელ გაუკეთებია კვლევა არჩევნებამდეც, არჩევნების პროცესშიც, ეგზიტპოლები და, ყოველთვის, ეს კვლევები იყო რეალობასთან ახლოს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ 101%-ია თუ 102%, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ტექნიკური ხარვეზი,“ - აცხადებს დავით ხაჯიშვილი.

დღის ამბები