21 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
ეს რაღაც ჯადო კვლევა, რომელსაც კეზერაშვილი უკვეთს, აწერინებს და აჯღაბნინებს, არანაირ ყურადღებას არ იმსახურებს - ალეკო ელისაშვილი

"ედისონ რისერჩის" კვლევას არ ენდობა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, კვლევის დამკვეთი დავით კეზერაშვილია.

"ედისონ რისერჩის" კვლევას აქვს ნული ფასი ჩემთვის, არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ, არანაირად ღირებული არ არის. პროცენტებში რომ ეშლება და ერთი ამბავია. კეზერაშვილი უკვეთს ამ კვლევას და ეს კვლევა არის [იმის მიხედვით], კეზერაშვილს ვინ რამდენად ეხატება გულზე ან ვინ რამდენად სძულს. ეს კვლევაა მეტი კი არაფერია. ეს რეალობასთან არაფერშუაში არ არის. ჩემთვის საინტერესოა ხოლმე IRI-ის კვლევა, NDI-ის კვლევა... ეს რაღაც ჯადო კვლევა, რომელსაც კეზერაშვილი უკვეთს, აწერინებს და აჯღაბნინებს, არანაირ ყურადღებას არ იმსახურებს,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები