21 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
ვერ ერკვევიან ეს ადამიანები ციფრებში და მივიღეთ აშკარა და უხეში მანიპულაცია, რაც, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია - ანრი ოხანაშვილი "ედისონ რისერჩის" კვლევაზე

დისკუსიის თემაა "ედისონ რისერჩის" კვლევა. ორგანიზაციამ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა, თუმცა პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102, რედაქტირებულ ვერსიაში კი 101 პროცენტი გამოვიდა. შესწორებული პროცენტები და ასზე მაღალი ჯამი, "ქართულ ოცნებას" აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ "ედისონ რისერჩის" კვლევას არათუ არ ენდობა, მეტიც - მას გაყალბებულს უწოდოს. 

"იმედად ხელისგულზე დევს თავხედური მანიპულაცია ამ საარჩევნო გამოკითხვების, რომ თქვენ ნახეთ 102% გამოუვიდათ, საერთო დაჯამებით. როგორც ჩანს, კეზერაშვილმა ციფრი შემოხაზა, ვერ დაუკვირდნენ ციფრებს, ვერ ერკვევიან, როგორც ჩანს, ეს ადამიანები ციფრებში და მივიღეთ აშკარა და უხეში მანიპულაცია, რაც, რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია. ჩვენი საზოგადოება მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენ მიერ გატარებულ პოლიტიკას - მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების პოლიტიკას. ვერავითარი კვლევითი მანიპულაცია ამას ვერ ჩაანაცვლებს,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. 

დღის ამბები