30 დეკემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"ედისონ რესერჩის" ორგანიზაციის კვლევები არასოდეს არ იყო სწორი და სამართლიანი - ვერასოდეს ვერ დასვეს, რომ 100 უდრის 100-ს - გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი, "ედისონ რისერჩის" კვლევასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ორგანიზაციის კვლევები არასოდეს არ ყოფილა სწორი და სამართლიანი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ეს არის "ოჯახში" დაწერილი კვლევები, სადაც ბევრი მათემატიკური უზუსტობაა. საუბარია კვლევაზე, სადაც პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102, რედაქტირებულ ვერსიაში კი 101 პროცენტი გამოვიდა.

"ამ ორგანიზაციის კვლევები არასოდეს არ იყო სწორი და სამართლიანი. ვერასოდეს ვერ დასვეს, რომ 100 უდრის 100-ს. ჯერ 102%-ზე ავიდნენ, მერე ეტყობა ვიღაც ჭკვიანი აღმოჩნდა და თქვა, რომ 102-იაო, მაგრამ 100-მდე მაინც ვერ დავიდნენ. 101-ს ვიღებთ ახლა. შესაბამისად, გამოდის, რომ ეს არის ოჯახში დაწერილი კვლევები, ჯიგრულად... საერთო ჯამში, გამოვიდა 102. მაგრამ, რეალურად, ახალი აღმოჩენაა ეს მათემატიკაში და სად ისწავლეს? ეტყობა, წმინდა მიხეილის ჯგუფში რაღაც ახალი მათემატიკური აღმოჩენა არსებობს. კარგი იქნება, თუ გაგვიზიარებენ, რადგან მე ვერსად ვერ ვნახე, ვერცერთ ფორმულაში, რომ 100 შეიძლება უდრიდეს ან 102-ს და, კარგ შემთხვევაში, რაც ახლა უდევთ, 101-ს," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები