21 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თენგიზ კიტოვანი 1992-93 წლებში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი იყო. იყო შეიარაღებული დაჯგუფება "მხედრიონის" ერთ-ერთი მეთაური.

1996 წელს სამოქალაქო ომის და გადატრიალების შემდეგ თენგიზ კიტოვანი  უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. რუსეთიდან საქართველოში ის 2012 წლის შემდეგ დაბრუნდა.

დღის ამბები