21 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად - მამუკა მდინარაძე Edison Research-ის კვლევაზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ისინი პროცენტებში აირივნენ და 100-ის ნაცვლად 102 პროცენტი დაწერეს, რაც სიყალბესთან ერთად, საშინელ აგონიას ნიშნავს.

"ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევებს. მაგალითად, როცა მოგინდება, რომ გახარიას პარტიას ორჯერ კი არა, სამჯერ გაუზარდო რეიტინგი შენს კვლევაში, მერე აუცილებლად აიჭრები და ასე აიჭრნენ ამ კვლევის ავტორები და დაუწერეს დაახლოებით სამჯერ მეტი გახარიას. გამიკვირდა, რომ თავად "ნაცმოძრაობას", დაახლოებით, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენი ბოლო კვლევებიდან გამომდინარე, იგივე მონაცემები აქვს. შეიძლება ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ყველა დანარჩენს მოუმატეს და "ნაცმოძრაობას" დაუწერეს დაახლოებით ცდომილების ფარგლებში რაც აქვს. "ქართულ ოცნებას" რაც ჩამოაკლეს, ყველაფერი გადაანაწილეს გულუხვად და ამასობაში პროცენტებში აირივნენ და 100, 102-ს არ უდრის. 102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ ელემენტარულად, ესე იგი, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად და ეს მხოლოდ აგონიის ბრალი არ არის, ამ მასშტაბის სიყალბეს რომ ჩადიხარ, ვეღარ ალაგებ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები