09 ივლისი 2024,   01:16
ვრცლად
ღაზის უდიდესი საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდაა ქცეული - ჯანმოს წარმომადგენელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო, ალ-შიფა, მიცვალებულების დაკრძალვას ვერ ახერხებს. საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდაა ქცეული, - ამბობენ ჯანმო-ში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა არც დაკრძალვაა შესაძლებელი და არც რაიმე სახის მორგში გადაყვანა. საავადმყოფო თითქმის სასაფლაოდაა ქცეული", - ამბობს კრისტიან ლინდმაიერი.

ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინტენსიური ბრძოლების ეპიცენტრშია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამტკიცებენ, რომ შენობის ქვეშ არსებულ გვირაბებში "ჰამასის" სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი ფუნქციონირებს. საავადმყოფოში ამას კატეგორიულად უარყოფენ.

დღის ამბები