27 ივლისი 2024,   03:31
ვრცლად
რეკომენდაციის შემდეგ, საუკეთესო დროა, რომ მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, 9 ვალდებულების შესასრულებლად, თანამშრომლობის ხელი გაუწოდონ ოპოზიციას - არმაზ ახვლედიანი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით ხაჯიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იყო.

"ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს არის მხოლოდ ჩვენი ხალხის დამსახურება. მინდა, შევახსენო როგორც ხალხს, "ქართულ ოცნებას", არაფერი გაუკეთებია ამისთვის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი დავით ხაჯიშვილი.

პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კი, მმართველ გუნდს შესთავაზა, შეიქმნას მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ გეგმას არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით:

"რეკომენდაციის შემდეგ ყველაზე უკეთესი დროა მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, ყველაფრის მიუხედავად, მოახერხონ და ამ 9 ვალდებულების შესასრულებლად, თანამშრომლობის ხელი გაუწოდონ ოპოზიციას. მე გთავაზობთ შეიქმნას თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ გეგმას არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

დღის ამბები