15 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
აღვირახსნილი ანტიევროპული პროპაგანდა დასრულდა იმით, რომ დამატებითი პირობა დაწესდა ქვეყანაში ანტიევროპული პროპაგანდის შესაწყვეტად - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრის, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა:

"ევროკავშირის მოთხოვნების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა და მეტიც - თქვენი აღვირახსნილი ანტიევროპული პროპაგანდა დასრულდა იმით, რომ დამატებითი პირობა დაწესდა ანტიევროპული პროპაგანდის შესაწყვეტად ქვეყანაში. თქვენი გადაწყვეტილება, რომ საერთოდ ჩამოშორდეთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, დასრულდა ახალი პირობით, რომ საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები