09 ივლისი 2024,   02:16
ვრცლად
ფრანგული მედია: უკრაინისთვის გასაგზავნი სამხედრო ტექნიკა საფრანგეთმა სომხეთს გადასცა

საფრანგეთმა სომხეთს გადასცა კომპანია Arquus-ის მიერ წარმოებული Bastion-ის მოდელის სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკრაინისთვის იყო განსაზღვრული, - ინფორმაციას Ouest France-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ახლო მომავალში, საფრანგეთიდან სომხეთისკენ გაიგზავნება 50 ერთეული VAB MK3-ის ტიპის სამხედრო ტექნიკაც.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას სომხეთში ვიზიტსა და სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყანა სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდა, რასაც კატეგორიულად გმობს ოფიციალური ბაქო.

დღის ამბები