09 ივლისი 2024,   01:14
ვრცლად
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ასეულობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მიზეზი შავ ზღვაზე ძლიერი შტორმია. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ევპატორიასა და სევასტოპოლში 500-მდე ადამიანია ევაკუირებული.

ყირიმის ქალაქებში, მათ შორის სიმფეროპოლსა და იალტაში ქარიშხალმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები, დაზიანებულია შენობები.

დაკეტილია გზები, გათიშულია ელექტროენერგია და შეწყვეტილია გაზმომარაგება. სტიქიის გამო ტერიტორიაზე დღევანდელი დღე უქმედ გამოაცხადეს.

დღის ამბები