09 ივლისი 2024,   03:43
ვრცლად
ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, კონექტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.

რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციებში, კისინჯერმა დიდი როლი ითამაშა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ის მუშაობდა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის შემცირებაზე, რასაც 1972 წელს მოჰყვა ნიქსონის ისტორიული ვიზიტი ჩინეთში. ამასთან, კისინჯერი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სამხრეთ ვიეტნამიდან ამერიკული ჯარების გაყვანის საკითხზეც. კისინჯერის დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, შესაძლებელი გახდა 1973 წლის იომ-ქიფურის ომში ზავის მიღწევა.

ვიეტნამში სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის, მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც გადასცეს.

დღის ამბები