14 ოქტომბერი 2024,   21:53
ვრცლად
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერია ზედმიწევნით მიჰყვება კომპანიის რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის განსახორციელებლად  - "სისტრა ჯგუფი" გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია "სისტრას ჯგუფის" მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

"კითხვა არ გიყვარს, კახი, ამიტომ წამოგიღე ფოტო, რომელიც აქვს "სისტრას" გაკეთებული, სადაც მოგცეს რეკომენდაცია და გეკითხები - აქ ძალიან კონკრეტულად არის, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს, ერთი საავტობუსო ხაზი, ბასლაინი. რომელი ქუჩა - ქეთევან წამებული, ჭავჭავაძე ან წერეთელზე რაც გაქვს დაგეგმილი, შეესაბამება აი ამ რეკომენდაციას, რომელიც მე ახლა ხელში მიჭირავს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"სისტრა ჯგუფი", რომელმაც თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტი მოამზადა, გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხობს. კომპანია მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის მათ მიერ მომზადებულ პროფესიულ რეკომენდაციებს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერია ზედმიწევნით და სკრუპულოზურად მიჰყვება "სისტრა ჯგუფის" მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი უწყვეტი არტერია უნდა გახდეს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღის ამბები