14 ოქტომბერი 2024,   21:27
ვრცლად
ვინ განსაზღვრავს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას და როგორ სრულდება უცხოური კომპანიის რეკომენდაციები - გიორგი ვაშაძის კრიტიკას დედაქალაქის მერი პოპულისტურ განცხადებად აფასებს

"ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ" - დედაქალაქის მერისგან ეს შეფასება გიორგი ვაშაძემ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო მიიღო. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ მერია "სისტრა ჯგუფის" რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. საპასუხოდ, კახი კალაძემ ოპონენტი პოპულისტურ განცხადებებში დაადანაშაულა.

გიორგი ვაშაძემ საკუთარი პოზიცია დღეს გამართულ ბრიფინგზეც გაიმეორა. "სისტრა ჯგუფის" განცხადების მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატი მაინც ამტკიცებს, რომ მერიის მხრიდან რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა დედაქალაქში კოლაფსს იწვევს.

უცხოური კომპანიისთვის, მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია, თავად საკონსულტაციო ჯგუფისთვის. "სისტრა ჯგუფმა" დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თბილისის მერია ზედმიწევნით მიყვება კომპანიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირეული რეფორმის განსახორციელებლად და იმ 10 ძირითადი დერეფნის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი და უწყვეტი არტერია უნდა გახდეს.

თბილისში სატრანსპორტო ქსელის მოწესრიგებისა და ოპტიმიზაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. "ქართული ოცნების" ის დეპუტატები, რომლებსაც საკრებულოსა და მერიაში მუშაობის გამოცდილება აქვთ, განმარტავენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი ყველგან საკონსულტაციო კომპანიებთან შეთანხმებით ხორციელდება.

ფრანგული საკონსულტაციო კომპანია "სისტრა" დედაქალაქის მერიასთან 2018 წლიდან თანამშრომლობს.

დღის ამბები