27 ივლისი 2024,   03:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე დაპირისპირებაზე - "არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე, მისი სახელით, მორიგი პოსტი გამოქვეყნდა. ექსპრეზიდენტი ენმ-ში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

"ალბათ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან.

მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამასწინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები.

ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანისთვის და ჯგუფისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

დღის ამბები