27 ივლისი 2024,   03:53
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წევრებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.

მან სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საჯარო სამსახურში სტაჟირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან და სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებულ სიახლეები გააცნო.

უნივერსიტეტებში სტუდენტებთან შეხვედრა, მიზნად ისახავს მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას. კამპანიური შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშიც.

დღის ამბები