22 დეკემბერი 2024,   10:30
ვრცლად
უნგრეთში საქართველოს ელჩი - კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, იმედია, ეს აისახება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში

უნგრეთში საქართველოს ელჩის, თამარ ლილუაშვილის განცხადებით, უნგრეთმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

თამარ ლილუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს მხარდაჭერა აისახება გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროპულმა საბჭომ მომავალ კვირაში უნდა გამოაცხადოს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიმართ უნგრეთის მკაფიო მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. იმედია, ეს აისახება მომდევნო კვირაში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში. ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, უნგრეთთან ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.

დღის ამბები