05 ივლისი 2024,   23:39
ვრცლად
ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდ

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვითმფრინავი ვერ დაჯდა. აეროპორტში აცხადებენ, რომ ვერ შესრულდა კატარის ავიახაზების რეისი დოჰა-თბილისი, რომელიც იძულებული გახდა ერევანში დაშვებულიყო. სომხეთის დედაქალაქში დაჯდა ქუვეითი-თბილისის ავიარეისიც, მოსკოვიდან გამოფრენილი თვითმფრინავი კი ქუთაისში დაეშვა. ცუდი ხილვადობის გამო, თბილისში დღევანდელი რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიახაზებმაც“, ორივე სტამბოლი-თბილისის რეისი იყო.

დღის ამბები