06 ივლისი 2024,   00:00
ვრცლად
უკრაინის დახმარებამ ამერიკული ეკონომიკა გაზარდა - ენტონი ბლინკენი

უკრაინის დახმარებამ ამერიკული ეკონომიკა გაზარდა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90 პროცენტი, შტატებში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა.

"თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში გავაკეთეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენ საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

 

 

დღის ამბები