05 ივლისი 2024,   23:39
ვრცლად
კაცობრიობის, სამართლისა და მშვიდობის სახელით მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას - გაერო-ში პალესტინელების წარმომადგენელი

პალესტინის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რიად მანსური, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. განცხადება მან გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკეთა. 

"ეს ომი იმ თავდასხმის ნაწილია, რომელიც პალესტინელი ხალხისა და პალესტინური სახელმწიფოს საკითხსის დასრულებას ემსახურება. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, ომის წინააღმდეგ უნდა გამოხვიდეთ. ეს არის ნეთანიაჰუს ომი. ეს არის ხელისუფლებაში მყოფი ექსტრემისტული კოალიციის ომი. მათი ამოცანა უსაფრთხოება სულაც არ არის. მათი ამოცანაა ხელი შეუშალონ პალესტინის დამოუკიდებლობასა და მშვიდობას. კაცობრიობის, სამართლისა და მშვიდობის სახელით მოგიწოდებთ - მხარი დაუჭიროთ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას," - აცხადებს რიად მანსური.

 

 

 

დღის ამბები