05 ივლისი 2024,   23:32
ვრცლად
7 ოქტომბრის ძალადობის შემდეგ, ისრაელმა მიზნად დაისახა "ჰამასის" განადგურება, დარწმუნება იმაში, რომ ეს საშინელება აღარასდროს განმეორდება - გილად ერდანი

"7 ოქტომბრის ძალადობის შემდეგ, ისრაელმა მიზნად დაისახა "ჰამასის" განადგურება, იმაში დარწმუნება, რომ ეს საშინელება აღარასდროს განმეორდება." - ამის შესახებ ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გილად ერდანი აცხადებს.  

"თუ "ჰამასი" არ განადგურდა, ასეთი საშინელება გარდაუვალია. "ჰამასის" წარმომადგენლებმა მკაფიოდ თქვეს, რომ 7 ოქტომბერი მხოლოდ რეპეტიცია იყო. ღაზაში არსებული სიტუაცია მხოლოდ "ჰამასის" დამსახურებაა, მათ მიმართ ამ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა კი ნულოვანია. რატომ არ აყენებს "ჰამასის" პასუხისმგებლობის საკითხს გაერო? უთხარით ღაზელებს სიმართლე. მათ თქვენგან უნდათ მოისმინონ." - აცხადებს გილად ერდანი.

დღის ამბები