06 ივლისი 2024,   02:01
ვრცლად
ევროკავშირის მხარდაჭერით და კამპანია "ახლა"-ს პარტნიორობით ფონდი "კეტტარი" წარმოგიდგენთ პროექტს - "რატომ ევროპა"

13-14 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA Tbilisi) ჩატარდება ფოტოგრაფ ანა გოგუაძის ფოტოგამოფენა - "რატომ ევროპა?"

სულ რამოდენიმე დღე რჩება კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ფონდი "კეტტარი" წარმოგიდგენთ პროექტს, რომელიც ერთგვარი გზავნილია მსოფლიოსთვის, თუ რატომ ვირჩევთ ევროპას, რა ღირებულებები, ქმედებები და ესთეტიკა გვხიბლავს. 

"რატომ ევროპა?"

რამდენიმე წელია ფოტოგრაფი ანა გოგუაძე ევროპის ქვეყნებში ეტლით მოგზაურობს და ქმნის ფოტოების სერიას, რომელიც გვიყვება ევროპის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე.

თითოეული ფოტო გვაჩვენებს რამდენად ახლობელი, ნაცნობი და უშუალოა ევროპა და ევროპელები, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ასე გაუცხოვებულად წარმოგვიდგენენ. ანას ფოტოებში კარგად ჩანს ევროპელი ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთთან, გარემოსთან, ქალაქთან, სადაც ისინი ცხოვრობენ. ფოტოსესიის ერთ-ერთი მთავარი და განსაკუთრებული მხარეა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ავტორი ყველა ფოტოს ერთი რაკურსიდან, ეტლიდან იღებს, რაც ფოტოებს კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს.

ფოტოგამოფენაზე ნახავთ ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა საერთო ღირებულებების მქონე ქალაქების და ადამიანების ცხოვრებას - პარიზიდინ, სტოკჰოლმიდან, ბერლინიდან, ამსტერდამიდან, ვენიდან, რომიდან, სტრასბურგიდან, ბრიუსელიდან და მადრიდიდან.

 

(R)

დღის ამბები