09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
საქართველოს ხელოვანები აკრედიტაციის კომისიას მიმართავენ: გამოავლინეთ ერთადერთი, ღირსეული გამარჯვებული ასოციაცია- IPOA

"ჩვენ, დღეს მოქმედი სამივე საავტორო ასოციაციის წევრებმა - საქართველოს ხელოვანთა სახელით გადავწყვიტეთ მივმართოთ აკრედიტაციის კომისიას, გამოავლინოს ერთადერთი, ღირსეული გამარჯვებული ასოციაცია - IPOA," - ამის შესახებ ავტორ-შემსრულებლებმა ბრიფინგზე განაცხადეს და რამდენიმე მიზეზიც ჩამოთვალეს, რის საფუძველზეც ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას აკრედიტაცია უნდა მიენიჭოს.

ხელოვანები ამბობენ, რომ დაუშვებელია ავტორი და შემსრულებელი სხვადასხვა ასოციაციაში იყოს. დღეს ავტორებმა აუდიტის ის დასკვნაც გაიხსენეს, რომელიც მოქმედ საავტორო უფლებათა ასოციაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს.

 

 

დღის ამბები